თავში

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღე აღნიშნეს

​საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღე აღნიშნეს
საქართველოში აზერბაიჯანის  რესპუბლიკის დღე აღნიშნეს

საქართველოში აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 103 წლისთავი აღნიშნეს.

საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა, ფაიგ გულიევმა, SOCAR Energy Georgia- ს გენერალურმა დირექტორმა, მაჰირ მამედოვმა და საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს სხვა თანამშრომლებმა პირველი რესპუბლიკის 103 წლისთავის აღსანიშნად ყვავილებით შეამკეს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ბიუსტი.

მათ, ასევე, პატივი მიაგეს აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწეების ჰასან ბეი აღაევისა და ფათალი ხან ხოისკის ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს მათი საფლავები.

28 მაისს - რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მარნეულში დასრულდება. გაიმართება კიკბოქსინგის ტურნირის ფინალური მატჩი, რომელიც ეძღვნება საქართველოსა და აზერბაიჯანის ეროვნულ დღესასწაულებს, დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები და წარმოდგენილი იქნება საკონცერტო პროგრამა აზერბაიჯანული და ქართული ხელოვნების წარმომადგენლების მონაწილეობით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system