თავში

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს 25 წელი შეუსრულდა

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს 25 წელი შეუსრულდა
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს 25 წელი შეუსრულდა

დღეს 25 წელი შესრულდა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს გახსნიდან. დიპლომატიური მისია ოფიციალურად დარეგისტრირდა 1996 წლის 5 მარტს და  დაიწყო მუშაობა თბილისში.

1996 წლის მარტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობებისათვის. 

აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევი 25 წლის წინ 8-10 მარტს პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, როგორც სახელმწიფოს მეთაური.

ვიზიტის დროს, რომელსაც ეროვნულმა ლიდერმა ისტორიული მოვლენა უწოდა, ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და ორმხრივი უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ, ასევე ხელი მოეწერა სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებს. ამ დოკუმენტებმა შექმნეს სამართლებრივი საფუძველი სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობისთვის.

1996-2004 წლებში აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ჰაჯან ჰაჯიევი იყო.

რაც შეეხება  საქართველო-აზერბაიჯანის პირველ დიპლომატიურ ურთიერთობებს, მას გასული საუკუნის დასაწყისში დაედო საფუძველი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველ ელჩად საქართველოში მამედ იუსიფ ჯაფაროვი ითვლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system