თავში

საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტი დასრულდა

საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტი დასრულდა
საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტი დასრულდა

NATO-ს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს დელეგაციამ ბათუმი დატოვა. NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე აეროპორტიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გააცილეს.

დავით ზალკალიანმა ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს რიგით მეხუთე ვიზიტი ჟურნალისტებთან საუბრისას შეაჯამა.

„ორი დღის განმავლობაში ვისმენდით მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ შეფასებებს იმ კურსთან დაკავშირებით, რაც საქართველოს გააჩნია NATO-ში ინტეგრაციის კუთხით, იმ რეფორმებთან მიმართებაში, რომელიც ქვეყანამ განახორციელა, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, ჩვენი მდგრადობის გაძლიერების კუთხით, პოლიტიკური რეფორმების გამყარების თვალსაზრისით.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო საუბრები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რაშიც საქართველოს ხელისუფლება არის თანმიმდევრული. ვაგრძელებთ შემდგომ საქმიანობას ნატო-ში ინტეგრაციისთვის“, -განაცხადა დავით ზალკანიანმა ვიზიტის შეჯამებისას.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერის ხელმძღვანელობით დელეგაცია ბათუმში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. 3-4 ოქტომბერს შედგა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან; საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და საპარლამენტო დელეგაციასთან; სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ასევე ჩაატარა ლექცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

როუზ გოტმიოლერი და დელეგაცია ვიზიტით ეწვია ბათუმის პორტსაც, სადაც შს და თავდაცვის მინისტრებთან ერთად სანაპირო დაცვის ხომალდები დაათვალიერა.

ამასთან, გოტმიოლერი საქართველოს პრეზიდენტმა ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system