თავში

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი იმყოფება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი იმყოფება
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი იმყოფება

 სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია და მისი ვიზიტი ორდღიანია.

დახვედრის ოფიციალური ცერემონია უკვე გაიმართა. 

 მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. 

ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევეგაციის წევრებთან ერთად, გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.  

ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი ხვალ, 9 სექტემბერს დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system