თავში

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა
საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა

საქართველოში უკვე 20:00 საათია. ქვეყანაში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. ამ დროისთვის, საარჩევნო ყუთების დალუქვის პროცედურა მიმდინარეობს.

ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერები, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრი აირჩიეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 30 ოქტომბრის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს 2 088 722 მოქალაქეა.

თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 002 525-ია, მათგან 41 314 ამომრჩეველმა, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღო.

ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც პირველად მიეცათ შესაძლებლობა არჩევნების მეორე ტურში მიეღოთ მონაწილეობა, ვინაიდან მათ კენჭისყრის დღისთვის საარჩევნო ასაკი შეუსრულდათ, არის 2 069.

ამომრჩევლებს, ასევე, ემსახურებოდა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და იზოლაციაში მყოფებისთვის 29 სპეციალური უბანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system