თავში

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა
საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა

20:00 საათზე საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა. მიმდინარეობს საარჩევნო ყუთების დალუქვის პროცედურა. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები ქვეყანაში დილის 07:00 საათზე გაიხსნა, ხოლო ამომრჩეველს ხმის მიცემის შესაძლებლობა 08:00 საათიდან მიეცა. 

კანონმდებლობის თანახმად, თუ 20:00 საათის შემდეგ ხმის მიცემის უფლება კვლავ ექნება რიგში მდგომ ამომრჩეველს. 

საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის წევრი ადგენს იმ ამომრჩეველთა სიას, რომლებიც რიგში იდგნენ 20:00 საათამდე. შესაბამისად, მოქალაქეები საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას განახორციელებენ 20:00 საათის შემდგომაც. 

რაც შეეხება კოვიდუბნებს, 21:00 საათამდე გაგრძელდება ხმის მიცემის პროცესი. 

მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, მათ საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს უმოკლეს ვადაში მიაწვდის და მიღებისთანავე, სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge აიტვირთება.

დღეს საქართველოს ამომრჩეველი მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევდა. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული. საარჩევნოდ 48 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი იყო რეგისტრირებული.

არჩევნების ჩასატარებლად ქვეყნის მასშტაბით 3 657 საარჩევნო უბანი გაიხსნა, ასევე იყო გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი გაიხსნება, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი იქნება საზღვარგარეთ (38 ქვეყანა).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system