თავში

საქართველოში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვლენ

საქართველოში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვლენ
საქართველოში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვლენ

საქართველოს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მანდატით ეწვევიან.

ქვეყანა 25-26 ივნისს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ალექსანდრე შალენბერგს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისს და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბოგდან აურესკოს უმასპინძლებს.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდებიან.

26 ივნისს, საგარეო უწყებების პირველი პირები თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პრესკონფერენციას გამართავენ.

საქართველოს გარდა, ლიეტუვის, ავსტრიისა და რუმინეთის მინისტრები სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system