თავში

საქართველოში უკრაინის ომბუდსმენი ისევ ჩამოვიდა

საქართველოში უკრაინის ომბუდსმენი ისევ ჩამოვიდა
საქართველოში უკრაინის ომბუდსმენი ისევ ჩამოვიდა

საქართველოში უკრაინის სახალხო დამცველი ჩამოვიდა. უკრაინის უმაღლესი რადას კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში ლუდმილა დენისოვა ექსპრეზიდენტ მიხიეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმვას.

როგორც დენისოვამ ჟურნალისტებს განუცხადა, მან ყველა საჭირო დოკუმენტაცია გაგზავნა შესაბამის სამსახურებში და იუსტიციის სამინისტროსგან ნებართვას ელოდება, რომ მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს.

"ჩვენი მიზანია, ექიმებისა და ადვოკატებისგან გავიგოთ ზუსტი ინფორმაცია, რამდენად მძიმეა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვწუხვართ, რომ უკრაინის მოქალაქე იმყოფება ასეთ ვითარებაში"- განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.

ლუდმილა დენისოვა აღნიშნავს, რომ ის, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიმართებით ხდება, წამებაა.

"ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა, რომელიც არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება. ადამიანს სიცხოცხლის უფლება გააჩნია, რომელიც შელახულია"- თქვა სახალხო დამცველმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system