თავში

საქართველოს ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია თავისუფალია - ჟიგიმანტას პავილიონისი

საქართველოს ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია თავისუფალია - ჟიგიმანტას პავილიონისი
საქართველოს ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია თავისუფალია - ჟიგიმანტას პავილიონისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ყველაფრის შემდეგ, საქართველოს ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია თავისუფალია!" - წერს ჟიგიმანტას პავილიონისი "ფეისბუქის" გვერდზე. 

ცნობისთვის, ნიკა მელიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟიგიმანტას პავილიონისს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

"განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟიგიმანტას პავილიონისს. ეს არის ადამიანი, ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც გადაჭარბების გარეშე, გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება და მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა, ჩამოვიდა საქართველოში და მოვიდა "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში სოლიდარობის გამოსაცხადებლად და ამის შემდეგ უზარმაზარი შრომა გასწია საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია რომ ყოფილიყო. რომ არა პავილიონისი, არა მგონია ეს შედეგი დამდგარიყო", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system