თავში

საქართველოსა და უკრაინას ბევრი რამ გვაერთიანებს - ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველოსა და უკრაინას ბევრი რამ გვაერთიანებს - ვოლოდიმირ ზელენსკი
საქართველოსა და უკრაინას ბევრი რამ გვაერთიანებს -  ვოლოდიმირ ზელენსკი

"უკრაინა ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც საქართველო უჭერდა მხარს უკრაინას", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანთან შეხვედრისას განაცხადა. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსა და უკრაინას ბევრი რამ აერთიანებს და ის პოლიტიკური პაუზა, რაც ქვეყნებს შორის იყო, წარსულს ჩაბარდება.

"ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაერთიანებს, ვართ ახლო მეგობრებო, გვქონდა გარკვეული პაუზა ურთიერთობებში, მაგრამ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩაბარდება წარსულს. გვქონდა საუბარი აპრილის თვეში საქართველოს პრეზიდენტთან, იმედი მქონდა, რომ ჩამოვიდოდა ვიზიტით, გარკვეული მიზეზებით ეს ვიზიტი ვერ შედგა, იმედი მაქვს რომ უახლოეს მომავალში გვესტუმრება ქალბატონი პრეზიდენტი უკრაინაში", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system