თავში

საქართველოს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო არ აქვს - ჯეიმს აპატურაი

საქართველოს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო არ აქვს - ჯეიმს აპატურაი
საქართველოს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო არ აქვს - ჯეიმს აპატურაი

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას ეხმაურება.

როგორც აპატურაი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო არ აქვს.

ამასთან, აპატურაი აღნიშნავს, რომ როგორც ყოველთვის, NATO მხარს უჭერს საქართველოს.

,,ჩემი მთავარი დასკვნაა: რეგიონული სიტუაციის, კოვიდკრიზისის, რეფორმების გაგრძელების და გაძლიერების აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო არ აქვს. რაც შეიძლება სწრაფად უნდა შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაცია, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა დაბრუნდნენ, მისი ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს პოლიტიკური პროცესის წინსვლის გზაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან მედიაციის მცდელობას, რომელსაც ორი შესანიშნავი დიპლომატი უძღვება", - წერს აპატურაი ,,ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system