თავში

საქართველო მზად არის 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე - ნაუსედა

საქართველო მზად არის 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე - ნაუსედა
საქართველო მზად არის 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე - ნაუსედა

საქართველოს მიერ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი არის ამბიციური, თუმცა შესაძლებელი, ეს არის თქვენი გამბედაობის დემონსტრირება, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიტანას ნაუსედას განცხადებით, მიზნის მიღწევა შესაძლებელია საერთო პოლიტიკური სპექტრის მცდელობებით.

"ერთობა და მიმზიდველი საპარლამენტო პროცესი არის გადაუდებელი პრიორიტეტები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ამბიციური მიზნების მიღწევისთვის. მიზნების მიღწევა შეგიძლიათ არა ცალ-ცალკე, არამედ საერთო პოლიტიკური სპექტრის მცდელობებით. თქვენი მიზანი, 2024 წელს წარადგინოთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არის ამბიციური, თუმცა შესაძლებელი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის თქვენი გამბედაობის დიდი დემონსტრირება", – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system