თავში

სახალხო დამცველი: მოვუწოდებ პოლიციას, არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა

სახალხო დამცველი: მოვუწოდებ პოლიციას, ა
სახალხო დამცველი: მოვუწოდებ პოლიციას, არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა

ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე, სამართალდამცველების მიერ, მომიტინგეების მისამართით წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმიანება.

“ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ შექმნილი უმწვავესი კრიზისიდან სამართლიანი და სწორი გამოსავალი იყოს ნაპოვნი. უკიდურესად სამწუხარო მოვლენები განვითარდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას! პოლიციას, ასევე, არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს. მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ!”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სახალხო დამცველმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system