თავში

სახალხო დამცველის ინსტიტუტი ბუტაფორიულია - მეგრელიშვილი

სახალხო დამცველის ინსტიტუტი ბუტაფორიულია - მეგრელიშვილი
სახალხო დამცველის ინსტიტუტი ბუტაფორიულია - მეგრელიშვილი

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის ინსტიტუტი ბუტაფორიულია.

მისივე თქმით, ქვეყანას არ აქვს ისეთი ინსტიტუტები, რომელსაც საზოგადოების ნდობა გააჩნია.

"დამოუკიდებლობის და ნდობის თვალსაზრისით ჩვენ ხომ პრობლემები გვაქვს, სასამართლოს არ ვენდობით, პოლიციას არ ვენდობით და ა.შ, მგონია, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ასეთივე ბუტაფორიული ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში უამრავი გვაქვს შექმნილი. დიდი ხანია ამ აზრზე ვარ, რა გავაკეთო, თუ საპატრიარქოს აზრს, ჩემი აზრი დაემთხვა. ამ ქვეყნის ფუნდამენტური პრობლემა არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტიტუტები, რომელსაც გააჩნია საზოგადოების ნდობა, ნდობა იწყება სასამართლოდან, ამის შემდეგ, როცა სასამართლო გაქვს, შეიძლება შექმნა სხვა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელსაც ასევე ნდობა ექნება, მაგრამ სასამართლოს ჩანაცვლება სახალხო დამცველით, უბრალოდ შეუძლებელია. ამის პრეტენზია არსებობს, რომ სახალხო დამცველს შეუძლია სამართლიანობა გააჩინოს იქ, სადაც სასამართლო არ არსებობს და ეს ილუზიაა",- განაცხადა მეგრელიშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system