თავში

სახელმწიფო მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მივიდა

სახელმწიფო მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მივიდა
სახელმწიფო მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მივიდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან სოფელ გუგუტიანთკარში, ხურვალეთსა და ოძისში იმყოფებოდა.

ხურვალეთში მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ დათა ვანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, თეა ახვლედიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახებშიც მივიდა. 

„საოკუპაციო ხაზზე არსებულ მძიმე ვითარებას დღეს გავეცანი სოფელ გუგუთიანტკარში, ხურვალეთსა და ოძისში, სადაც ასევე შეხვედრა გავმართე ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლებთანაც ვიმსჯელეთ მათ წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარების გზებზე და საჭიროებებზე. ასევე ვესტუმრეთ უკანონოდ გატაცებული ჩვენი მოქალაქეების ზაზა გახელაძის და ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახებს, რომლებსაც პირადად გავაცანით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული და მიმდინარე ძალისხმევა იმისათვის, რომ მოხდეს მათი დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლება. დღეს ოძისიდან მსურს ასევე გამოვეხმაურო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებულ უმძიმეს ვითარებას, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით. უკვე ერთი წელი სრულდება, რაც ჩაკეტილია ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი, რაც გაუსაძლის პირობებში აყენებს ჩვენს მოსახლეობას, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს მიმდინარე პანდემია. მე კიდევ ერთხელ მსურს მოვუწოდო საერთაშორისო საზოგადოებას და ჩვენს პარტნიორებს, რათა ჩვენთან ერთად გამოიყენონ ყველა მათ ხელთ არსებული შესაძლებლობა, რათა დასრულდეს ეს რეჟიმი და ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ ღირსეული ცხოვრების და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების საშუალება-განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system