თავში

სახელმწიფო მინისტრის აპარატის და გერმანიის საელჩოს ერთობლივი განცხადება

სახელმწიფო მინისტრის აპარატის და გერმანიის საელჩოს ერთობლივი განცხადება
სახელმწიფო მინისტრის აპარატის და გერმანიის საელჩოს ერთობლივი განცხადება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოში გერმანიის საელჩოს ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ახორციელებს ფინანსურ კონტრიბუციას 300 000 ევროს ოდენობით „მშვიდობის ფონდში უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც 2020 წლის 21 სექტემბერს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში ამოქმედდა.

„მშვიდობის ფონდი არის არაკომერციული, არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს გრანტების გაცემას გამყოფი ხაზის გასწვრივ ეკონომიკური საქმიანობისა და ბიზნესპროექტების განსახორციელებლად, გაყოფილ საზოგადოებებს შორის საერთო ინტერესებსა და საჭიროებებზე დაფუძნებული დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ მიზნებისთვის ფონდი გამოიყენებს და იმოქმედებს საერთაშორისო დონორების ფინანსური მხარდაჭერით.

მშვიდობის ფონდში გერმანიის კონტრიბუცია ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირებისა და თანამშრომლობის გაძლიერებას დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის, რაც საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. გერმანია ადასტურებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპის საფუძველზე, ასევე მიესალმება სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მეშვეობით.

საქართველოს მთავრობა უაღრესად აფასებს მშვიდობის ფონდში გერმანიის მნიშვნელოვან კონტრიბუციას და აქტიურ ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში“, – აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოში გერმანიის საელჩოს ერთობლივ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, გერმანია და საქართველო მომავალშიც განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას ამ მიმართულებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system