თავში

"სახიფათოა ნებისმიერი წუთი" - ნიკა გვარამია

"სახიფათოა ნებისმიერი წუთი" - ნიკა გვარამია
სახიფათოა ნებისმიერი წუთი - ნიკა გვარამია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მისმა უფლებადამცველმა მოინახულა. 

ნიკა გვარამიას თქმით, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მესამე პრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

"მისი სხეული შესამჩნევად დაუძლურებულია, უკვე უჭირს გაღვიძება დილაობით. აქვს სისუსტე კიდურებში, სახსრებში და გადაადგილების პრობლემა. შესაბამისად, უკვე შუა დღისთვის ნელნელა ენერგიას იკრებს. ერთადერთი, რაც მას ახლა ასულდგმულებს, ეს არის მისი შემართება.

სახიფათოა ნებისმიერი წუთი მიხეილ სააკაშვილის, იმიტომ რომ გარკვეული პიკები და ჩავარდნები არსებობს შიმშილობის დროს და უცაბედად ხდება ხოლმე ცუდად." - ამბობს ნიკა გვარამია და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. 

"მოშიმშილე სააკაშვილი არის მხნედ, თავისუფლად, მოკითხვას გითვლით და გაფრთხილებთ, რომ თქვენს კისერზე ყულფი სულ უფრო და უფრო ვიწროვდება. ამიტომ, დაიბრუნეთ ადეკვატურობა და მიიღეთ ადეკვატური გადაწყვეტილება", -განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 26 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system