თავში

"სახლში იციან, აქ რომ ხარ?" - კალაძე ბუაძეს

"სახლში იციან, აქ რომ ხარ?" - კალაძე ბუაძეს
სახლში იციან, აქ რომ ხარ? - კალაძე ბუაძეს

"სახლში იციან, აქ რომ ხარ?", – ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში "ლელოს" წევრ საბა ბუაძეს, რომელმაც მას კორუმპირებული უწოდა.

"ქურდს ქუდი ეწვისო და ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე. ეს არის პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასება და გაჟღერდება იმდენჯერ, რამდენჯერაც დავინახავთ ასეთ კორუფციულ შემთხვევას. თქვენ და თქვენს კოლეგებსაც ამის მოსმენა და ატანა მოგიწევთ. ხელების შლა არ არის კულტურული ქცევა", – უთხრა ბუაძემ კალაძეს.

კალაძემ ბუაძეს ურჩია, "კორუმპირებულები და თაღლითები საკუთარი პარტიის ბოსებში" მოეკითხა.

"არც სამართალი იცით და არც პოლიტიკის გაგებაში ხართ. რამდენ ტყუილსაც იტყვით, იმდენჯერ მოგხვდებათ ცხვირ-პირში... რამდენჯერაც იტყვით, იმდენჯერ სიმართლე მოგხვდებათ ცხვირ-პირში", - მიმართა კალაძემ ბუაძეს.

ცნობისთვის, დღეს, 7 დეკემბერს, თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system