თავში

საკონსტიტუციო ცვლილებები 29 ივნისს დასრულება

საკონსტიტუციო ცვლილებები 29 ივნისს დასრულება
საკონსტიტუციო ცვლილებები 29 ივნისს დასრულება

საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვა 21 ივნისს დაიწყება და 29 ივნისს უნდა დასრულდეს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად გრძელდება საყოველთაო სახალხო განხილვა.

"პროცედურის თანახმად შედგება ორი სატელევიზიო ფორმატის ჩართვა ამასთან დაკავშირებით, შედგება განხილვა და 21 ივნისს დაიწყება უკვე პირველი მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვა და მიღება საქართველოს პარლამენტში და ეს პროცესი უნდა დასრულდეს 29 ივნისს უკვე მესამე მოსმენით ამ კანონპროექტის მიღებით" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ცნობილია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დედაქალაქში და აჭარაში გაიმართება:

"ვფიქრობთ, რომ 2 ჯერ გვექნება კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვა, პირველი განხილვა უკვე მოეწყობა მომდევნო კვირას და იგი საზოგადოებრივი მაუწყებლით გადაიცემა, მეორე განხილვა ვფიქრობთ რომ აჭარაში ჩატარდება და აჭარის ტელევიზიით მოხდება მისი გადაცემა. იმავდროულად მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა კითხვების დასმის და მიიღებენ კითხვებზე შესაბამის პასუხს," - ამბბობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system