თავში

საკოორდინაციო საბჭოს მიმართვა მოქალაქეებს

საკოორდინაციო საბჭოს მიმართვა მოქალაქეებს
საკოორდინაციო საბჭოს მიმართვა მოქალაქეებს

მოქალაქეებმა, რომლებიც, ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტში, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა დარეკონ 112-ზე, ან მიმართონ ცხელების ცენტრებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ COVID-19-ზე ტესტირება, - ამის შესახებ განცხადებას საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს. 

"საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტში, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარეკონ 112- ზე ან მიმართონ ცხელების ცენტრებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ Covid-19-ზე ტესტირება

გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული რეგულაციები დაწესდა. როგორც ცნობილია, ეპიდემიოლოგების მიერ კოვიდ-19-ზე აღებული 30 სინჯიდან დაფიქსირდა 16 დადასტურებული შემთხვევა, რის გამოც მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საჭირო გახდა შესაბამისი შეზღუდვების შემოღება. ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ტესტირება და შესაძლო კონტაქტების მოძიება.

საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტში, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, დარეკონ 112- ზე ან მიმართონ ცხელების ცენტრებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ Covid-19-ზე ტესტირება.

აგრეთვე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია Stop CoVid - რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს და იმ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია," - აღნიშნულია საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system