თავში

საკუთარი მიდგომა და გეგმა ყველაზე მეტად გვჭირდება - პრეზიდენტი

საკუთარი მიდგომა და გეგმა ყველაზე მეტად გვჭირდება - პრეზიდენტი
საკუთარი მიდგომა და გეგმა ყველაზე მეტად გვჭირდება - პრეზიდენტი

საკუთარი მიდგომა და გეგმა ყველაზე მეტად გვჭირდება, როდესაც ოკუპაციის დაძლევის მიზანზე ვსაუბრობთ, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში ამ მიმართულებით სრული კონსენსუსია.

„ამ მიზნის ირგვლივ ვერთიანდებით ყველა, პარტიული თუ სხვა ნიშნის მიუხედავად. თუმცა, როცა საქმე ოკუპაციის დაძლევას ეხება, გვაკლია სათანადო ინსტრუმენტები კონკრეტული მიზნების მისაღწევად, როგორიცაა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არეალის ჯერ გაზრდა და შემდეგ შეთანხმებისამებრ სრულ ტერიტორიაზე განთავსება, ბორდერიზაციის შეჩერება და გაუქმება, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა, გატაცებული ზაზა გახელაძის შინ დაბრუნება და ადამიანთა შორის ურთიერთობების გამყარება, რის გარეშეც ტერიტორიების დაბრუნება არაფერს ნიშნავს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ახალი მიდგომებისთვის, ახალი ფორმატებისთვის, დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის. ყველა ამ მიმართულებით კი ჩვენი პარტნიორების მეტი ჩართულობა აუცილებელია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system