თავში

სალომე სამადაშვილს გრიგოლ ვაშაძეს არ შევადარებ... - ნიკა მელია

სალომე სამადაშვილს გრიგოლ ვაშაძეს არ შევადარებ... - ნიკა მელია
სალომე სამადაშვილს გრიგოლ ვაშაძეს არ შევადარებ... - ნიკა მელია

"ის, რაც მოხდა, რომ არ მომხდარიყო, ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი და ძალიან განვიცადე, თუმცა მტრად გამოცხადება ადამიანის არ შეიძლება...", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ სალომე სამადაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძისგან განსხვავებით, სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილება გულწრფელი იყო.

"თუ პარტიაში ბედნიერად ადამიანი ვერ გრძნობს თავად, ბუნებრივია, ჯობია ცივილიზებულად ჩვენი გზები არათუ გაიყაროს, დაშორდეს ერთმანეთს დროებით...

გული რაზე მწყდება იცით, რომ ეს ნაკლოვანება და დეფექტი აქვს ციხეში ყოფნას, რომ არ ვყოფილიყავი იქ სადაც ვიყავი, დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდებოდა.. ეს კონფლიქტი არ მოხდებოდა. მე თუ გარეთ ვიქნებოდი, მოლაპარაკების მაგიდასთან ვიქნებოდი და ბევრი რამ სხვაგვარად წარიმართებოდა... მე არ შევადარებ ბატონ გრიგოლ ვაშაძეს სალომე სამადაშვილს, სალომე სამადაშვილის სასარგებლოდ. არანაირად არ შევადარებ, ახლოსაც ხაზს არ გავავლებ და რატომ იცით? სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილება იმ მომენტში შეიძლება ბევრმა მიიღო ისე, როგორც მიიღო, მაგრამ მას ეს არ დაუმალავს, მან ეს თქვა, მან ამაზე ისაუბრა პარტიაში და განსხვავებული პოზიციები დაფიქსირდა და მუდმივად ასეთი არის სალომე, მე რასაც ვიცნობ... ...სალომე იყო გულწრფელი, არ დაუმალავს. რაც შეეხება ბატონ გრიგოლს, არაფერი არ უთქვამს, არც წასვლაზე და არც განცხადებაზე. და როგორ შევადარო სალომე და ბატონი გრიგოლი", - განაცხადა ნიკა მელიამ "მთავარი არხის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system