თავში

სალომე სამადაშვილმა კიდევ ერთი კონგრესმენის წერილი გაასაჯაროვა

სალომე სამადაშვილმა კიდევ ერთი კონგრესმენის წერილი გაასაჯაროვა
სალომე სამადაშვილმა კიდევ ერთი კონგრესმენის წერილი გაასაჯაროვა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენის წერილი გაასაჯაროვა. საქართველოს მთავრობის მიმართ გაგზავნილი კრიტიკული შინაარსის ტექსტი სენატორ, როჯერ ვიკერს ეკუთვნის. ის 19 დეკემბრით თარიღდება.

წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს უნდა მიიღოს საზოგადოებისათვის სასურველი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როჯერ ვიკერი თვლის, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია შემცირდება. 

"ასულ თვეში, საქართველოს პარლამენტის წევრებმა არ შეასრულეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი დაპირება საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა. ამ საარჩევნო ცვლილებებს ჰქონდა ფართო საშინაო მხარდაჭერა, ასევე, დემოკრატიის საერთაშორისო დამცველები საუბრობდნენ მის მნიშვნელობაზე საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატიის გაძლიერების კუთხით. სამწუხაროდ, საკანონმდებლო ცვლილებების მოულოდნელმა ჩაგდებამ უკვე დაიწყო საზოგადო რწმენის დაზიანება, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება", - ნათქვამია წერილში. 

სენატორი ამბობს, რომ ეჭვებს ბადებს ბოლოდროინდელი სისხლის სამართლებრივი დევნის ტალღა, რომელიც პოლიტიკური ოპონენტებისა და ოპოზიციური მედიასაშუალებების მიმართ დაიწყო. ის ეხმაურება ნიკა მელიასა და გიგა ბოკერიას მიმართ წამოწყებულ საქმეებს. ასევე, ხაზს უსვამს, რომ უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის უვადოდ არჩევა ცალმხრივი გადაწყვეტილებაა და ხელს უწყობს სასამართლოს მიმართ ნდობის კლებას. 

"მოვუწოდებ თქვენს მთავრობას, სწრაფად მიიღოს საარჩევნო სისტემა, რომელსაც ექნება მოქალაქეთა მხარდაჭერა და ყველასთვის უზრუნველყოფს თამაშის თანაბარ წესებს. თუ ეს ზომები მიღებული არ იქნება, კიდევ უფრო შემცირდება შიდა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა, რამაც შესაძლოა, შეამციროს არჩევნების ლეგიტიმაცია", - წერს სენატორი როჯერ ვიკერი წერილში.

ბოლო თვის განმავლობაში ეს უკვე მეშვიდე კონგრესმენის წერილია, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო. 




ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system