თავში

სალომე სამადაშვილმა ნაციონალური მოძრაობა ოფიციალურად დატოვა

სალომე სამადაშვილმა ნაციონალური მოძრაობა ოფიციალურად დატოვა
სალომე სამადაშვილმა ნაციონალური მოძრაობა ოფიციალურად დატოვა

სალომე სამადაშვილმა ნაციონალური მოძრაობა ოფიციალურად დატოვა.

მისი თქმით, დღეს ესაუბრა პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას, ისინი მეგობრებად რჩებიან, თუმცა პარტიას ტოვებს.

"ნიკა მელიასთან მქონდა გრძელი სატელოფონო საუბარი და მისთვის გასაგებია ჩემი პოზიცია, ჩემთვის გასაგებია - მისი. ჩვენ ვრჩებით მეგობრებად, მაგრამ პარტიულად დღეს ჩვენი გზები იყრება. მე დღეს ოფიციალურად მივმართე უკვე ნაციონალურ მოძრაობას იმის თაობაზე, რომ მე პარტიას ვტოვებ", - თქვა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, "ნაციონალურ მოძრაობასა" და პოლიტიკოს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც სალომე სამადაშვილმა, პარტიის გადაწყვეტილების მიუხედავად, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა, ფაქტს მისი თანაგუნდელების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ამ გაუგებრობაში მისი ადგილი აღარ არის".

მოგვიანებით სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ აღარ აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას პარტიის სახელით, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის დატოვების შესახებ მას შემდეგ მიიღებს, რაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საპყრობილეს დატოვებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system