თავში

სალომე ზურაბიშვილი: ამას ვუსურვებ საქართველოს, ამას ვუსურვებ ყველას

სალომე ზურაბიშვილი: ამას ვუსურვებ საქართველოს, ამას ვუსურვებ ყველას
სალომე ზურაბიშვილი: ამას ვუსურვებ საქართველოს, ამას ვუსურვებ ყველას

ცხრა პარტიას მისცა ხმა ამომრჩეველმა. ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მან კრიზისული მდგომარეობიდან გამოსასვლელი ბიუჯეტი უნდა მიიღოს. 

"ეს პარლამენტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მისი საქმიანობა დაიწყება ძალიან მალე, რადგანაც უნდა მივიღოთ ის ბიუჯეტი, რომელიც, პანდემიის კრიზისიდან და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ძნელად წარმომიდგენია, რომ ეს ბიუჯეტი იყოს ისე მიღებული,რომ ყველა არ მონაწილეობდეს მასში და არ ვეცადოთ, ეს იყოს ჩვენი ერთიანი გადაწყვეტილება, დავძლიოთ კრიზისი. ამას ვუსურვებ საქართველოს, ამას ვუსურვებ ყველას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system