
ავღანეთის წყალდიდობას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა. მან წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„ავღანეთში მომხდარი წყალდიდობა ნამდვილი ტრაგედიაა, რომელიც ავღანელ ხალხს თავს მაშინ დაატყდა, როცა ისინი გლობალურ პანდემიასთან გამკლავებას ცდილობენ. ჩემი სამძიმარი და ღრმა მწუხარება მსხვერპლთა ოჯახებს. ქართველი ხალხი ამ რთულ პერიოდში ავღანეთთან ერთად დგას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, ავღანეთში წყალდიდობას 150 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 250-ზე მეტი მოქალაქე, განადგურებულია 1 500-მდე საცხოვრებელი სახლი.
The #AfghanistanFloods are a real tragedy, hitting the Afghan people as they are already struggling with a global pandemic. I send my deepest condolences to the families of the victims. Georgia stands with the people of Afghanistan in this difficult time
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) August 27, 2020