თავში

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ ამ რეგიონში ვართ სტაბილურობის კუნძული

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ ამ რეგიონში ვართ სტაბილურობის კუნძული
სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ ამ რეგიონში ვართ სტაბილურობის კუნძული

"ეს რეგიონი და ჩვენ ამ რეგიონში ვართ სტაბილურობის კუნძული და დემოკრატიის კუნძული. ეს უნდა აღდგეს", - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-სთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, რომელიც ირაკლი იმნაიშვილმა ჩაწერა. 

პრეზიდენტმა შეაფასა ის რისკები, რომელიც აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთდაპირისპირებას შეიძლება ჰქონდეს. 

"ჩვენ ვართ დღეს ის რეგიონი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც სატრანზიტო რეგიონი ენერგეტიკის კუთხით, მაგრამ არამხოლოდ. ვიცით, რომ ჩვენი მომავალი პოტენციალი დაკავშირებული არის სწორედ ამ ტრანზიტულ, ტრანსპორტის კომუნიკაციებთან და შავი ზღვის განვითარებასთან დაკავშრებული და ამდენად, ეს არის ყველაზე დიდი რისკი, რომ დაიკარგოს ის, რაც არის ჩვენი მთავარი კოზირი. ვგულისხმობ სტაბილურობას. ხშირად ვამბობდით, რომ ეს რეგიონი და ჩვენ ამ რეგიონში ვართ სტაბილურობის კუნძული და დემოკრატიის კუნძული. ეს უნდა აღდგეს. ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი ინტერესი, რამეთუ ჩვენი ტრანზიტით სარგებლობს აზერბაიჯანის ეკონომიკა, სარგებლობს სომხეთის ეკონომიკა. ორივე დამოკიდებულია ამაზე, და ჩვენც ვართ დამოკიდებული ამაზე. ეს არის ჩვენი შანსი. რისკიც არის და შანსიც არის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system