თავში

სალომე ზურაბიშვილი გაეროს ეგიდით გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა 

სალომე ზურაბიშვილი გაეროს ეგიდით გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა 
სალომე ზურაბიშვილი გაეროს ეგიდით გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა 

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს ეგიდით გამართულ უნივერსალური ჯანდაცვის მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ჯანმრთელობის დაცვა პოლიტიკურ პრიორიტეტად გამოაცხადა და რესურსების ეფექტიანი მობილიზაციის გზით, საქართველოს მოსახლეობის 90%-ს დღეს უკვე აქვს წვდომა ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელ სერვისებზე.

„არავინ დატოვო მიღმა“ - ეს ჩვენი საერთო მიზანია”-განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით C ჰეპატიტის პროგრამა გამოყო.

„უნივერსალურობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის განხორციელებაც საქართველოს მთავრობამ 2015 წელს დაიწყო აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, „გილეად საიენსის“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების ხელშეწყობით.

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system