თავში

სალომე ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება

ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება
სალომე ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში გაემგზავრა. ამის შესახებ ცნობას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება. საზეიმო ღონისძიებაზე მსოფლიოს არაერთი ლიდერია მიწვეული. მათგან რამდენიმესთან საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებსაც გამართავს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი შეხვდება იაპონის, ავსტრიისა და სომხეთის მაღალი თანამდებობის პირებს.

საქართველოს პრეზიდენტი კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების მიზნით იაპონიაში ამ დარგების წარმომადგენლებსაც შეხვდება. მას დაგეგმილი აქვს სტუმრობა ქართულ დიასპორასა და ქართველ სპორტსმენ ლევან-გორგაძე-ტოჩინოშინთან.

საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი იაპონიაში 25 ოქტომბერს დასრულდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system