თავში

სალომე ზურაბიშვილი იაპონიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

​სალომე ზურაბიშვილი იაპონიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი იაპონიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

იაპონიაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სინძო აბეს შეხვდა.

ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. 

ვიზიტის დროს დავრწმუნდით, რომ საქართველო და იაპონია ძალიან მეგობრული ერები არიან, რომლებიც თანამშრომლობენ ვაჭრობაში, ტურიზმში და კულტურაში. ჩვენი ამოცანა ამ კავშირების გაძლიერებაა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფრომაციით, საქართველოს პრეზიდენტმა შინძო აბე საქართველოში ვიზიტით მოიწვია. შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებას, აღინიშნა, რომ საჭიროა დროულად მოხდეს მისი გაფორმება, რამაც უნდა გაზარდოს იაპონური კომპანიების ქართული ბაზრით დაინტერესება. ასევე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა კულტურის და სპორტის მიმართულებით, კერძოდ კი, 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადის მოსამზადებელი სამუშაოები. პრეზიდენტმა იაპონიის პრემიერს იმპერატორის ტახტზე ასვლა მიულოცა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით იაპონიაში 20 ოქტომბერს დაიწყო და ხვალ დასრულდება. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system