თავში

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს
სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს. ამის მიზეზი სამთავრობო გუნდის წევრების განცხადებებია, რომლის მიხედვითაც 2024 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს განაცხადს. პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არც მასთან და არც ოპოზიციასთან განხილული არ ყოფილა. 

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ასეთი მომავალი ერთად უნდა იქმნებოდეს. 

"2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის საკითხი არა თუ ოპოზიციასთან, ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული. თუ ასეთ მომავალს ერთად არ შევქმნით, ვერც ოკუპაციის დაძლევას შევძლებთ და ვერც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ირაკლი კობახიძემ 28 მარტს განაცხადა, რომ საქართველო 2024 წელს ოფიციალურ განაცხადს წარადგენს ევროკავშირის წევრობაზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system