თავში

სალომე ზურაბიშვილი კონსესუსის მიღწევაში ვერანაირ როლს ვერ ითამაშებს - ნინო ბურჯანაძე

სალომე ზურაბიშვილი კონსესუსის მიღწევაში ვერანაირ რ
სალომე ზურაბიშვილი კონსესუსის მიღწევაში ვერანაირ როლს ვერ ითამაშებს - ნინო ბურჯანაძე

"სალომე ზურაბიშვილი კონსესუსის მიღწევაში ვერანაირ როლს ვერ ითამაშებს" - ამის შესახებ პარტია "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადება, რომ ის პოლიტიკაში არ ერევა, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ნონსესნია. 

"თუ რამე კარგი იდეა ექნება, ვისგანაც არ უნდა წამოვიდეს ეს იდეა, აუცილებლად გახდება მსჯელობის საგანი. რაც შეეხება შეწყალებას, რომელიც ქალბატონი სალომეს პრეროგატივაა, ის თუ ამას გამოიყენებს, რასაკვირველია პოზიტიურ წვლილს შეიტანს პოლიტიკური პროცესის დარეგულირების საკითხში", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

ოპოზიციური პარტიების შეხვედრა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში რამდენიმე საათს გრძელდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. პარტიის ლიდერებმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ დაადასტურეს, რომ შეთავაზებულ საკითხებს ეთანხმებიან და მზად არიან ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტში გააგრძელონ მუშაობა.

დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მზაობა გამოთქვა პარტია "ევროპელმა სოციალისტებმაც".

ნახეთ, რა წერია დოკუმენტში, რომელიც კრისტიან დანიელსონმა პარტიებს შესთავაზა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system