თავში

სალომე ზურაბიშვილი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

სალომე ზურაბიშვილი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
სალომე ზურაბიშვილი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

"მინდა მივმართო ამ ორი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტებს და ხელისუფლებას, რათა, რაც შეიძლება სასწრაფოდ აღდგეს მათ შორის დიალოგი, დეესკალაციისკენ მინდა მივმართო და ცეცხლის შეწყვეტისკენ", - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო გამართული უშიშროების საბჭოს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა..

მან მწუხარება გამოთქვა მსხვერპლის გამო, რომელიც სამხედრო დაპირისპირებას მოჰყვა. 

"ეს არის ჩვენი სამი ქვეყნის მთავარი, საერთო ინტერესი, რათა ჩვენ დავუბრუნოთ ამ რეგიონს სტაბილურობა, მშვიდობა და მისი ეკონომიკური უზარმაზარი როლი საერთოდ მსოფლიოსთვის. ეს არის ჩვენი ერთობლივი მონაპოვარი და ეს არის ის რასაც ჩვენ ერთობლივად უნდა გავუფრთხილდეთ.

მინდა ასევე მივმართო "მინსკის ჯგუფს" , რომელსაც აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ კონფლიქტის მიმართ და მის თანათავმჯდომარეებს, უნდა გავიმეორო, რომ ჩვენ მზად ვართ ეს ქვეყანა, თბილისი იყოს ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება გაიმართოს ნებისმიერი მოლაპარაკება, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, რაც იქნება სასურველი მხარეებისთვის.

ასევე მინდა მივმართო ევროკავშირს, ჩვენ, სამივე ქვეყანა ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობით, თუ ეს რამეს ნიშნავს, თუ სამეზობლო რამეს ნიშნავს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს დღევანდელ დღეს, ჩვენი სტაბილურობა ამ რეგიონში, მშვიდობა არის უაღრესად ევროკავშირის ინტერესში. მან უნდა თავისი ძალები ასევე გამოიყენოს მშვიდობისთვის და ამ სიტუაციის დეესკალაციისთვის.

ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, სამივე ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების. ამ სამივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის არაფერი არის უფრო ძვირფასი, ვიდრე მშვიდობა და სტაბილურობა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system