თავში

სალომე ზურაბიშვილმა ბორის ჯონსონს გამოჯანმრთელება უსურვა

სალომე ზურაბიშვილმა ბორის ჯონსონს გამოჯანმრთელება უსურვა
სალომე ზურაბიშვილმა ბორის ჯონსონს გამოჯანმრთელება უსურვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხის სახელით თანადგომას უცხადებს.

,,ამ გაჭირვების ჟამს, გიერთდებით მადლიერების გამოხატვაში იმ ხალხის მიმართ, ვინც #COVID19 -ს სახლში დარჩენით ებრძვის.

ბორის ჯონსონ, გამაგრდით! ვირუსის წინააღმდეგ თქვენს პირად ბრძოლაში საქართველო თქვენ გვერდით დგას. გისურვებთ გამძლეობასა და მალე გამოჯანმრთელებას“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი ,,ტვიტერის“ საშუალებით.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს, კორონავირუსი აქვს. ჯონსონი ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა გასულ ღამეს, ის კლინიკაში გადაიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system