თავში

სალომე ზურაბიშვილმა იაპონიაში ტურიზმისა და ღვინის სფეროების წარმომადგენლებს უმასპინძლა - VIDEO

ზურაბიშვილმა ტურიზმისა და ღვინის სფეროების წარმომადგენლებს უმასპინძლა
სალომე ზურაბიშვილმა იაპონიაში ტურიზმისა და ღვინის სფეროების წარმომადგენლებს უმასპინძლა - VIDEO

იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა ტურიზმისა და ღვინის სფეროების წარმომადგენლებს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი თვის ფეისბუკის გვერდზე წერს.

პრეზიდენტის თქმით, მათ ისაუბრეს საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, ქართული ღვინის ისტორიასა და მის უნიკალურობაზე.

„ქართული ღვინო ცივილიზაციის ნაწილია და იაპონელებმა ამის ფასი კარგად იციან“, - აცხადებს ზურაბიშვილი.

იაპონიის ტურისტულ კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტის ტადაში შიმურას განცხადებით, საქართველოში ტურიზმის მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია, მათ შორის ბუნება, კულტურა, კლიმატი და ტრადიციული სამზარეულო.

,,ჩემი აზრით, საქართველოს ყველაფერი აქვს, თუმცა უნდა გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა იაპონიაში. გასულ წელს ჩვენ გვქონდა საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის ღონისძიება. ამ ხედვიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პოლულარიზაციას და იაპონია-საქართველოს შორის ტურისტულ ურთიერთობებს", - აღნიშნა იაპონიის ტურისტულ კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი იაპონიას ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system