
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.
„შეუძლებელია იმ კატასტროფის სიტყვებით გადმოცემა, რაც უკრაინულმა ავიახაზებმა განიცადა. წარმოუდგენელი ტრაგედიაა. ჩემი ღრმა მწუხარება დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
No word can relate to the crash of the #PS752 Ukrainian International Airlines, an unspeakable disaster. I send my deepest condolences to the families and friends of the victims.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 8, 2020
ირანში "უკრაინული ავიახაზების" Boeing 737-მა კატასტროფა განიცადა, დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა აფრენიდან მალევე, დილის 6:22 საათზე მოხდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა. ირანის ავიაციის სამინისტროს წარმომადგენლის, ჯაფარ ზადეს თქმით კი, თვითმფრინავში 167 მგზავრი იყო.