თავში

სალომე ზურაბიშვილმა ირლანდიის პრეზიდენტთან ვაქცინაციის საკითხი განიხილა

სალომე ზურაბიშვილმა ირლანდიის პრეზიდენტთან ვაქცინაციის საკითხი განიხილა
სალომე ზურაბიშვილმა ირლანდიის პრეზიდენტთან ვაქცინაციის საკითხი განიხილა

აქართველოს პრეზიდენტი ირლანდიის პრეზიდენტს მაიკლ ჰიგინსს ესაუბრა. 

როგორც report.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სალომე ზურაბიშვილმა მაიკლ ჰიგინსს ირლანდიის გაეროს უშიშროების საბჭოში არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, რაც პატარა ქვეყნებისათვის მაგალითს წარმოადგენს.

საუბარი შეეხო ასევე, საქართველო - ირლანდიის 25 წლიან ურთიერთობებსა და მისი განვითარების პერსპექტივებს.

სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა პატარა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას განსაკუთრებით დღეს, კოვიდპანდემიის პერიოდში.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე და ვაქცინის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის მხარდაჭერისა და სოლიდარობის მნიშვნელობაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system