თავში

სალომე ზურაბიშვილმა ზაურ კომახიძე და სერ სტიუარტ პიჩი დააჯილდოვა

სალომე ზურაბიშვილმა ზაურ კომახიძე და სერ სტიუარტ პიჩი დააჯილდოვა
სალომე ზურაბიშვილმა ზაურ კომახიძე და სერ სტიუარტ პიჩი დააჯილდოვა

პრეზიდენტმა ქართული ჯარის 30 წლის იუბილეზე NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, სერ სტიუარტ პიჩი ოქროს საწმისის ორდენით, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ კომახიძე კი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

„მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს. უდიდესია მათი თანადგომა და დახმარება. ამის ნიშნად და ჩვენი მადლიერებისა და დაფასების ნიშნად, ვაჯილდოვებ დღეს სერ სტიუარტ პიჩს. ის, როგორც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ყოველთვის გამოირჩეოდა ნატოში ჩვენი ინტეგრაციის გზის მხარდაჭერით. ოქროს საწმისის ორდენი ჩვენ მადლიერებას გამოხატავს საქართველოს უცხოელ მეგობართა მიმართ, რომელთა შორის დღეიდან სერ სტიუარტ პიჩი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

ასევე, სიმბოლურად, იმ დღეს როცა უკვე გამოცხადებული არის ავღანეთიდან სამშვიდობო მისიების დასრულება ამ წლის ბოლომდე, ვაჯილდოვებ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს ზაურ კომახიძეს, რომელიც ბრძოლის ველზე მძიმედ დაიჭრა და შემდეგ არანაკლებად მძიმე რეაბილიტაციის გზა გაიარა. ასეთი მაგალითი ბევრი იყო, ბევრიც დაიღუპა. ყველამ ერთად ღირსეულად წარმოაჩინა საქართველო შორეულ მისიებში. თქვენი ხსოვნა და მაგალითი უკვდავია!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანის ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system