თავში

სალომე ზურაბიშვილს მადლობა, მაგრამ მონაწილეობას ვერ მივიღებთ - მელია

სალომე ზურაბიშვილს მადლობა, მაგრამ მონაწილეობას ვერ მივიღებთ - მელია
სალომე ზურაბიშვილს მადლობა, მაგრამ მონაწილეობას ვერ მივიღებთ - მელია

სალომე ზურაბიშვილს მადლობა მოპატიჟებისთვის, მაგრამ ვინაიდან კლასიკური საახალწლო ცერემონიაა, საახალწლო საღამოა, ჩვენ ამ საღამოში მონაწილეობას ვერ მივიღებთ გასაგები მიზეზების გამო - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ განაცხადა. 

"ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას იმ შეხვედრებში, რომელსაც, როგორც ქალბატონი ზურაბიშვილი აანონსებს, ადგილი ექნება უახლოეს მომავალში" - აცხადებს მელია.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციის წევრები ორბელიანის სასახლეში საახალწლო მიღებაზე მიიწვია

ამ ეტაპზე ცნობილია "როას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას პოზიცია, რომელიც პრეზიდენტის ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებას არ დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ის პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დასაძლევად ეროვნული მასშტაბის ინკლუზიურ პროცესს წამოიწყებს, სადაც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system