თავში

სალომე ზურაბიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი  ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური სირთულეები და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული უმნიშვნელოვანესი შეთანხმების შესახებ.

სალომე ზურაბიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაზე, ადამიანთა გატაცებაზე, უკანონო პატიმრობასა და ზაზა გახელაძის შესახებ.

შეხვედრისას საუბარი შეეხო 14 ივნისს დაგეგმილ ნატო-ს სამიტს, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით ჩრდილოეთ მაკედონიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მხარეებმა ისაუბრეს ასევე, რეგიონსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და აღნიშნეს, რომ დეესკალაციისთვის საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის, ნატო-სა და ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართულობა არაკონფრონტაციული ფორმით.

საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system