თავში

სალომე ზურაბიშვილი ხვალ ბრიუსელს ეწვევა

სალომე ზურაბიშვილი ხვალ ბრიუსელს ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი ხვალ ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ხვალ, 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება - ამის შესახებ report.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

,,ბრიუსელში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელ პირებთან. პრეზიდენტი შეხვდება: ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს; ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის; ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ვალდის დომბროვსკის; ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. დაგეგმილია ასევე, სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system