თავში

სამადაშვილი: ხელისუფლება მოწყვეტილია რიგითი მოქალაქის ინტერესებს

სამადაშვილი: ხელისუფლება მოწყვეტილია რიგითი მოქალაქის ინტერესებს
სამადაშვილი: ხელისუფლება მოწყვეტილია რიგითი მოქალაქის ინტერესებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრიის, გიორგი გახარიას გუშინდელი საპარლამენტო გამოსვლა შეაფასა და განაცხადა რომ გუშინ ყველამ დაინახა ხელისუფლება, რომელიც მოწყვეტილია რიგითი მოქალაქის ინტერესებს.

დეპუტატის განცხადებით, პრემიერის გუშინდელი გამოსვლის დროს რამდენიმე სახიფათო გზავნილი გაჟღერდა.

"პირველ რიგში, ეს შეეხება პრემიერის დამოკიდებულებას კორუფციასთან მიმართებით. მან დაადასტურა, რომ კორუფცია „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი მიდგომაა, როდესაც ისაუბრა ქართულ, ჯიგრულ მიდგომებზე. ამის მაგალითია, როდესაც ხელისუფლება სუბსიდირებას უკეთებს თავისთან დაკავშირებულ სამშენებლო ბიზნესს. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ჩვეულებრივად მოწყვეტილია რიგითი მოქალაქის ინტერესებს. პანდემიის პირობებშიც მათი პროგრამები და ხედვები არის მორგებული მათ ინტერესებს საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს და საკუთარ ბიზნესინტერესებს.

ხვალ პრემიერთან ინტერპელაციის ფორმატში გაგრძელდება შეკითხვების დასმა იმაზე, რაც ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობას აწუხებს: გაზრდილი სიღარიბე, საქართველოს აქვს ერთ-ერთი ცუდი მაჩვენებელი შიმშილის ინდექსით ქვეყანაში, მათ შორის, სიღარიბე ბავშვებში არის ძალიან ცუდ მაჩვენებელზე. ასევე, გვექნება შეკითხვები პენსიონერებთან დაკავშირებით. ცხოვრება ძვირდება და პენსიები არ იზრდება. მოწყვლადი ჯგუფები ჩვენ საზოგადოებაში უფრო და უფრო ღარიბდებიან", -განაცხადა სამადაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system