თავში

სამადაშვილი: ხელისუფლებას პარანოიდული შიში აქვს

სამადაშვილი: ხელისუფლებას პარანოიდული შიში აქვს
სამადაშვილი: ხელისუფლებას პარანოიდული შიში აქვს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს პარანოიდული შიში აქვთ. 

მისი თქმით, ხელისუფლებას არჩევნების სრული კრახით დასრულების ეშინიათ. 

"რაღაც ტექნოლოგიების გამოყენება იმისთვის, რომ ხალხის გამოსახულება გააყალბონ, ასევე სხვა პარანოიდული შიშები და მოლანდებები, ჩემი პროფესიონალური ცოდნის სფეროს ნამდვილად არ განეკუთვნება. როგორც ჩანს,  ხელისუფლებას და მათ წარმომადგენლებს მართლაც პარანოიდული შიში აქვთ დაწყებული, რომ არჩევნების შედეგები იქნება სრული კრახი "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილისთვის. მე შემიძლია მხოლოდ მეგობრული რჩევა მივცე, რომ დაიწყონ შეგუება ამ გარდაუვალ მარცხთან," - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია ყალბი ვიდეო მასალის გამოქვეყნებას აპირებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system