თავში

"სამარცხვინოა ეს ყველაფერი" - ირაკლი კობახიძე ISFED-ზე

"სამარცხვინოა ეს ყველაფერი" - ირაკლი კობახიძე ISFED-ზე
სამარცხვინოა ეს ყველაფერი - ირაკლი კობახიძე ISFED-ზე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "სამართლიანი არჩევნები" დაშვებული შეცდომის შესახებ ინფორმაციას მალავდა. 

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციამ იქამდე არ გაამჟღავნა ინფორმაცია ხარვეზის შესახებ, ვიდრე ეს საკითხი ელჩებთან დახურულ შეხვედრაზე არ განიხილეს.

"არითმეტიკული გაანგარიშებით დავადგინე ის, რომ PVT-ში იყო უხეში ხარვეზი. რატომ? იმიტომ, რომ ყველა პარტიას ჰქონდა დამჯდარი მინუსი - რაც ზღაპარია, შესაბამისად, ამის საფუძველზე ჩვენ ვითხოვდით ერთი თვე ამის აღიარებას და ვიდრე ელჩებთან არ დავაყენეთ ეს საკითხი დახურულ შეხვედრაზე, მანამდე არ იკადრა ელენე ნიჟარაძემ და არ გაამჟღავნა ეს ინფორმაცია. სამარცხვინოა ეს ყველაფერი", - განაცხადა კობახიძემ. 

ცნობისთვის სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება პარალელური დათვლის შედეგებს აზუსტებს და განმარტავს, რომ შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგიის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა. თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.

კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. მათი განმარტებით, სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები 1-ელ ნოემბერს გამოაქვეყნეს.

პირველი შედეგების მიხედვით მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" ხმათა 45.8% მიიღო, ხოლო "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" - 26.4%. ხოლო დაზუსტებული შედეგებით "ქართულმა ოცნებამ" ხმების 47.6% მიიღო. ორგანიზაცია განმარტავს, რომ ცვლილება არ ასახულა არც ერთი პარტიის მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობაზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system