თავში

სამარცხვინოა, რომ "ოცნების" ლიდერები ყურადღების გადატანას ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ - კარდინი

სამარცხვინოა, რომ "ოცნების" ლიდერები ყურადღების გადატანას ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ - კარდინი
სამარცხვინოა, რომ ოცნების ლიდერები ყურადღების გადატანას ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ - კარდინი

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. 

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი აცხადებს, რომ სამარცხვინოა "ქართული ოცნების" ლიდერების მცდელობა მოახდინონ ჟურნალისტების დისკრედიტაცია.

"ბოლო პერიოდში, ჟურნალისტებზე თავდასხმა თბილისში შოკისმომგვრელი და მიუღებელია. ამ ძალადობის შემოქმედები უნდა გასამართლდნენ.

5 ივლისს, პრაიდის მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას, რადიკალური მემარჯვენე ელემენტების მხრიდან, რომელიც წახალისებული იყო "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ, ჟურნალისტებზე ძალადობა მოჰყვა, რომლებიც დაპირისპირებას აშუქებდნენ. ამ ჰომოფობიური ძალადობის შემოქმედებს, ისევე როგორც მათ, ვინც პასუხისმგებელია ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. სამარცხვინოა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები ყურადღების გადატანას იმ პროფესიონალი ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ, რომლებიც მხოლოდ თავის საქმეს აკეთებდნენ", - აცხადებს ბენ კარდინი "ამერიკის ხმასთან".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system