თავში

სამეგრელო - ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსი გადადგა

სამეგრელო - ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსი გადადგა
სამეგრელო - ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსი გადადგა

სამეგრელო - ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსი, რევაზ ლაზიშვილი თანამდებობას ტოვებს. 

მან განცხადება გადაწყვეტილების შესახებ თავად გააკეთა და მიზეზად ის რეპრესიები დაასახელა, რომელსაც, მისივე მტკიცებით, ხელისუფლება რეგიონში, არჩევნების მეორე ტურის წინ აწარმოებს.

"ჩემი პროტესტი გამოიწვია დღეს პოლიციის თანამშრომლის დაკავების ფაქტმა, რომელთანაც მე მიმუშავია და ვახასიათებ კარგ თანამშრომლად. რუსლან შამახიას სახლში ჩხრეკის ჩატარებამ, ბავშვების დაწიოკებამ... არ შემეძლო კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიცილების მიმართ ჩადენილ ასეთ ქმედებაზე და მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა. არ მაქვს უფლება ასეთ ფაქტებს კაბინეტიდან ვუყურო. ესენი არიან გმირი პოლიციელები. იარაღების საკითხს გამოძიება დაადგენს, მაგრამ მე ის ვიცი, რომ ესენი არიან ღირსეული პოლიციელები და მათ ჭირდებათ მხარდაჭერა. რუსლანის სახლში ჩატარებული ჩხრეკა იყო უკანონო, რამდენადაც მე ვიცი, მას გააჩნია რეგისტრირებული იარაღი და ამ ჩხრეკის საჭიროება არ იყო" - განაცხადა რევაზ ლაზიშვილმა.

ცნობისთვის, დაკავებულია ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა, რომლის სახლშიც უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. ასევე ჩხრეკა ჩატარდა და იარაღი ამოიღეს პოლიციის მაიორის, რუსლან შამახიას სახლშიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system