თავში

დე ფაქტო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლა

დე ფაქტო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლა
დე ფაქტო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლა

საქართველოს 3 მოქალაქე ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. ზურაბ ტუხიაშვილი, რამაზ ზადიშვილი და დავით მიშელაშვილი ამ წუთებში ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. 

დე ფაქტო რეჟიმს, საქართველოს მოქალაქეები, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ჰყავდა დაკავებული. 

ამ დრომდე დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება კიდევ ერთი ქართველი. ცნობილი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. 

როგორც სუს-ში report.ge-ს განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system