თავში

სამინისტროები 10-წლიან სამოქმედო გეგმებს ადგენენ

სამინისტროები 10-წლიან სამოქმედო გეგმებს ადგენენ
სამინისტროები 10-წლიან სამოქმედო გეგმებს ადგენენ

„სამინისტროს გააჩნია 2030 წლისთვის ძალიან დეტალური საგზაო რუკა, რომელიც ფაქტობრივად ყველა მიმართულებას ფარავს“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბორჯომში გამართულ მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა. 

მისი თქმით, სამინისტრომ განვითარების 10 წლიანი სამოქმედო გეგმა წარმოადინა.

ეს არის ძალიან დეტალური საგზაო რუკა, რომელიც სამინისტროს ფაქტობრივად ყველა მიმართულებას ფარავს და გვაჩვენებს 2030 წლისთვის ეკონომიკური კუთხით რა პარამეტრებს უნდა მივაღწიოთ სოფლის მეურნეობის და კვების წარმოების ნაწილში. ასევე, რა ტიპის პოლიტიკა უნდა გვქონდეს გარემოსდაცვით მიმართულებებზე. აღნიშნული დოკუმენტი, რა თქმა უნდა, თანხვედრაშია ასოცირების ვალდებულებებთან, იმისთვის რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპას და 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით გავაკეთოთ განაცხადი“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system