თავში

სამოქალაქო პროტესტის მზადება დაიწყება - მელია

სამოქალაქო პროტესტის მზადება დაიწყება - მელია
სამოქალაქო პროტესტის მზადება დაიწყება - მელია

მოლაპარაკებების პროცესზე ჩვენ წარმოდგენილები ვიქნებით, პარალელურად სამოქალაქო პროტესტის მზადება დაიწყება, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოტივის გარშემო, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, მოლაპარაკებების პროცესს, უღირსი განცხადებებითა და ოპოზიციაზე თავდასხმებით "ქართული ოცნება" შლის. 

"რეალურად "ქართული ოცნება" შლის მოლაპარაკებების პროცესს კადნიერი და უღირსი განცხადებებით და პირდაპირი თავდასხმითი გზავნილებით, რომელიც ეხება ამ შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობას", მთავარ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც თითქოს ბიძინა ივანიშვილის სურვილით უნდა მოიხსნას რეგისტრაციიდან. მიუხედავად ყველაფრისა, ბუნებრივია, ჩვენ იმ ფუფუნებას ვერ მივანიჭებთ ვერავის, რომ ვთქვათ, ჩვენ ჩავშალეთ მოლაპარაკებების პროცესი. ამიტომ მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება, ჩვენ იქ ვიქნებით წარმოდგენილი, პარალელურად ბუნებრივია, სამოქალაქო პროტესტის მზადება დაიწყება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოტივის გარშემო", – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, შუამავლებთან ერთად, მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა, ასევე ჩანიშნული იყო მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, რომელიც ჩაიშალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system