თავში

"სამწუხარო სპეკულაციაა" - საგარეო უწყება

​"სამწუხარო სპეკულაციაა" - საგარეო უწყება
სამწუხარო სპეკულაციაა - საგარეო უწყება

სამწუხარო სპეკულაციაა, თითქოს 8-9 აგვისტოს იგეგმებოდა პრემიერის ვიზიტი ესტონეთსა და ლატვიაში, ამ თარიღებში ვიზიტი ვერ დაიგეგმებოდა, რადგანაც ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარი ნარჩემაშვილი. 

„მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებში მაღალი დონის ვიზიტებზე (პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა) საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს მთელი წლის განმავლობაში, მათ შორის ბუნებრივია ბალტიის სახელმწიფოებში, რომლებიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და მეგობრები არიან.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს 8-9 აგვისტოს იგეგმებოდა პრემიერი-მინისტრის ვიზიტი ესტონეთსა და ლატვიაში, ეს გახლავთ სამწუხარო სპეკულაცია თემაზე, რადგან აღნიშნულ თარიღებში ვიზიტი ბუნებრივია ვერ დაიგეგმებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს გახლავთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის.

ზოგადად, არსებული პრაქტიკით, მაღალი დონის ვიზიტების შესახებ საზოგადობას ეცნობება, ვიზიტის დაგეგმვის პროცესში მხარეებს შორის თარიღის შეთანხმების შემდგომ“, – განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system